ტყვია სისხლში, ჰაერში, ნიადაგში, კედლის საღებავში – სახელმწიფო მასშტაბური კვლევისთვის ემზადება 

პოპულარული

ტყვია სისხლში, ჰაერში, ნიადაგში, კედლის საღებავში – სახელმწიფო მასშტაბური კვლევისთვის ემზადება 

ტყვიის საკითხი საზოგადოებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ტყვიის ზედმეტი შემცველობა, სუნელების გარდა, ხორცში, რძეში, სასმელ წყალში, ჭარხალში, ნალექიან ყავაში, თხილში, თევზში, კვერცხსა და მარილშიც ფიქსირდება. დარღვევები ხშირი იყო ხორცისა და რძის შემთხვევაში.

საკითხის გარშემო ამტყდარი აჟოტაჟი მალე ჩაწყნარდა, თუმცა, სოციალურ ქსელში მშობლების გარკვეული ნაწილი პერიოდულად წერს, რომ მათ შვილებს ტყვიის ზედმეტი შემცველობა სისხლში დაუფისქრდათ. მშობლები მკურნალობის კუთხით სპეციალისტების ნაკლებობაზე ჩივიან.

„ფორტუნა“ ერთ-ერთ მშობელს, თამუნა იარაჯულს, ესაუბრა. მას ორი შვილი ჰყავს და სისხლში ტყვიის შემცველობა ორივე მათგანს დასაშვებ ზღვარზე მაღალი აქვს. მისივე ინფორმაციით, კონტაქტი აქვს სხვა მშობლებთან, რომლებმაც შვილებს ტყვიის შემცველობაზე კვლევა ჩაუტარეს და მათ უმეტესობას შემცვლეობა დასაშვებ ზღვარს ზევით უფიქსირდება.

თამუნა იარაჯული ამბობს, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის გამო, სამი ბავშვი რეანიმაციაშიც იწვა.

პრობლემასთან დაკავშირებით თამუნა იარაჯულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მიმართა. წერილის თანახმად, რომელიც მან საპასუხოდ მიიღო და რომელსაც ხელს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, აწერს, სისხლში ტყვიის შემცველობაზე 2017 წლის ნომებერ-დეკემბერში ბავშვებში მასშტაბური კვლევა ჩატარდება.

თამუნა იარაჯული ამბობს, რომ მალე მკურნალობას დაიწყებენ, თუმცა მას აზრი არ ექნება, თუ არ დადგინდება წყარო, საიდან მოხვდა ტყვია ორგანიზმში.

„შედეგს ვერ მივაღწევთ, თუ გარემოზე არ ვიფიქრეთ. ტოქსიკოლოგები ნიშნავენ მკურნალობას, მაგრამ აზრი არ აქვს, თუ არ დადგინდა, საიდან მოხვდა ის ორგანიზმში, იმიტომ რომ წყაროს უნდა მოშორდეს პაციენტი. სპეციალური მკურნალობის კურსი არ არსებობს საქართველოში, ნიშნავენ მკურნალობას, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საჭიროა.

“გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აიღეს სინჯები ნიადაგიდან და ჰაერიდან.  ვისაც დაუფისქრიდება, შეუძლია, ამ უწყებას მიმართოს ოფიციალურად და ისინი სინჯებს აიღებენ. ამბობენ, რომ დიდუბეში ვინც ცხოვრობს, ყველას ექნება, რადგან ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული.

“თუმცა, მარტო ნიადაგში და ჰაერში გაზომვა არ არის საკმარისი. შესაძლოა, სახლში კედლის საღებავს, სათამაშოების საღებავის შემცველობაში იყოს ტყვია და იქიდან ხვდებოდეს ორგანიზმში,“ – ამბობს თამუნა იარაჯული.

წერილში, რომელიც თამუნა იარაჯულმა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიიღო, მითითებულია, რომ კვლევა, ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად, იაშვილის კლინიკის ბაზაზე განხორციელდება და ნიმუშები გაიგზავნება ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების ლაბორატორიაში. წერილში ასევე მითითებულია, რომ ტყვია გაიზომება ნიადაგში, ჰაერში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკში. 

“ფორტუნამ“ აღნიშნულის გადამოწმება დაავადებათა კონტროლის ცენტრში სცადა და პაატა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლევის ჩატარებას ჩქარობენ, თუმცა, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„სამწუხაროდ, კვლევა ძვირადღირებულია და ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება, ფართომასშტაბიანი კვლევა იყოს. ვერ გეტყვით, როდის იქნება, ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზეც. ვცდილობთ, რაც შეიძლება, ჩქარა მოვახერხოთ, ამას საკმაოდ დიდი საორგანიზაციო მუშაობა სჭირდება.

“გვაინტერესებს ზოგად პოპულაციაში როგორია ტყვიის მაღალი შემცველობა. რა თქმა უნდა, ისინიც გადამოწმდებიან, წინა კვლევებში მაღალი შედეგები ვისაც ჰქონდა, პრაქტიკული ინტერესია, როგორია ახლა მათი მდგომარეობა, მაგრამ როცა ასეთი კვლევები იგეგმება, მისი მიზანია, ვნახოთ, პრობლემა როგორია ქვეყანაში,“ – ამბობს პაატა იმნაძე.

კითხვაზე შედეგების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ხომ არ გახდება სისხლში ტყვიის გაზომვა სავალდებულო და ხომ არ დააფინანსებს მას სახელმწიფო, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ კვლევის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა ინტერვენცია შეიძლება, დაიგეგმოს.

პაატა იმნაძე ასევე ადასტურებს, რომ კვლევა კომპლექსური იქნება და მის ფარგლებში ტყვიის ორგანიზმში მოხვედრის წყაროებიც განისაზღვრება. რაც შეეხება მკურნალობას, იმნაძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების მკურნალობა პედიატრებსაც შეუძლიათ.

„საქართველოში გვყავს საკმაოდ კარგი პედიატრები, მათ შორის პედიატრები, რომლებიც გათვითცნობიერებულნი არიან საკმაოდ ტოქსიკოლოგიის საკითხებში. ასე რომ, არა მგონია, მკურნალობის პრობლემა იყოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ექიმებს, მგონი,  აქვთ კვალიფიკაცია, რომ ამ შემთხვევებს უმკურნალონ,“ – აცხადებს იმნაძე.

ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ გარემოში დიდი რაოდენობით ტყვიაა. მას შეიცავს ნიადაგი, საღებავები. სუნელებს რაც შეეხება, ღვინერია განმარტავს, რომ  აქ საინტერესოა,  როგორ იყო მოხვედრილი ის სუნელში, ნიადაგიდან თუ საღებავებიდან.

„ტყვიაზე ამბავი იმიტომ ატყდა, რომ ქართულმა ტყვიამ გადალახა საზღვარი. ამერიკაში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ,“ – ამბობს ინგა ღვინერია.

ინგა ღვინერიას განმარტებით, ტყვია ხშირად გვხვდება წარმოებაში.

ეს შეიძლება იყოს აკუმულატორები, ლინთონთა მეორადი ლღობა, ქაღალდის წარმოება, სამშენებლო მასალები, ღებვა, მინის და კერამიკის საწმოება. გარდა ამისა, შესაფუთ მასალებშია ტყვია, საიდანაც მიგრაციის დონე არის დადგენილი, მაგრამ არ ხდება შესწავლა, რამდენად გადადის ის საკვებ პროდუქტებში, რომელიც ამ მასალითაა შეფუთული,“ – აცხადებს ღვინერია.

მისივე განმარტებით, ტყვიის მოხვედრა მოზრდილების ორგანიზმში იწვევს:

  • ანემიას;
  • ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას;
  • თირკმელების დაზიანებას;
  • წნევის მომატებას;
  • ნაყოფიერების შემცირებას.

ტოქსიკოლოგის განმარტებით, ორგანიზმში მოხვედრილი ტყვია, ძირითადად, მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე. შესაძლოა, გამოიწვიოს აბორტებიც. თუ ორსულ ქალს ამ გარემოში უწევს ყოფნა, მისი მოქმედება ვრცელდება ნაყოფზეც.

 

ბავშვებში ძირითადად იწვევს:

  • განვითარების შეფერხებას; 
  • მეტყველების უნარის შეზღუდვას;
  • კითხვის, კოორდინაციის, მოძრაობის გაძნელებას;
  • ჰიპერაქტიულობას. 

„ იმისთვის, რომ ტყვიით ორგანიზმის მოწამვლაზე ეჭვი მივიტანოთ, აუცილებელი არ არის, ყველა ეს სიმპტომი ერთად იყოს გამოხატული. თუ მშობლისთვის რომელიმე მათგანი თვალშისაცემია, უნდა იფიქროს, ხომ არ გვაქვს საქმე ტყვიით ინტოქსიკაციასთან. შესაძლოა, ტყვიით ინტოქსიკაცია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც,“ – განმარტავს ტოქსიკოლოგი.

ინგა ღვინერია აცხადებს, რომ უცხოეთში ბავშვებს  ყოველ 6 თვეში,  წელიწადში ერთხელ უმოწმებენ სისხლში ტყვიის შემცველობას. რაც შეეხება მკურნალობას, ერთი მეთოდი არ არსებობს და მკურნალობა იმის მიხედვით ინიშნება, თუ რა რაოდენობაა ორგანიზმში. ნორმად მსოფლიოში, საშუალოდ, 10 მიკროგრამი 1 დეცილიტრშია მიღებული, მაგრამ როგორც ტოქსიკოლოგი ამბობს, ამერიკელებმა ეს ნორმა კიდევ ქვევით დასწიეს.

„ბოლო მონაცემები კი იმაზეც მიუთითებს, რომ ზღვარიც კი არ არსებობს და ებისმიერმა რაოდენობამ შეიძლება, გამოიწვიოს გართულებები. ჩვენთან ამის დადგენა არ ხდება, არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას გაზომავს და ეს პრობლემაა. ლინბახის ლაბორატორიაში იგზავნება ანალიზები და ეს დროსთან და ძვირადღირებულ სერვისთან არის დაკავშირებული,“ – აცხადებს ტოქსიკოლოგი.

რაც შეეხება განსაზღვრის მეთოდებს, ტოქსიკოლოგის თქმით, თმაში ისაზღვრება მთლიანად მიკროელემენტების სპექტრი და მეტად საინტერესო სურათს იძლევა, მაგრამ თანამედროვე მიდგომებით, ყველაზე ინფორმატიული ვენურ სისხლში განსაზღვრა. არსებობს კაპილარულ სისხლში განსაზღვრის მეთოდიც, თუმცა, მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, მცირე ცდომილება არსებობდეს.

„მე მიმაჩნია, რომ მცირე ცდომილება ყველა მეთოდს ახასიათებს და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, 13 გვექნება თუ 14.

მკურნალობას რაც შეეხება, ჩვენთან არ ეკითხებიან პაციენტს, რა გარემოში ცხოვრობს. პირდაპირ მკურნალობას იწყებენ, ეს სწორი არაა. მოწამვლის წყაროს დადგენა ვერ ხდება ჩვენთან. ახლა ეს აჟოტაჟი რომელიც ატყდა მინელებულია, მაგრამ ეს მისანელებელი არაა, იმდენ რამეს იწვევს,“ – ამბობს ტოქსიკოლოგი.

ტოქსიკოლოგის განმარტებით, მკურნალობისას ცხიმიანი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს, რადგან ცხიმი ტყვიას ორგანიზმში დიდი ხნით აკავებს. უნდა დაინიშნოს კალციუმით მდიდარი საკვები. აუცილებელია, რომ მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდებოდეს.

„მეთოდური მიდგომები და გაიდლაინი ძალიან ბევრია და ამაში ექიმები უნდა იყვნენ მომზადებულნი. უნდა ითარგმნოს ეს გაიდლაინები, სათანადო გადამზადება ჩატარდეს. უცხოეთში აქვთ ამის გამოცდილება. მაგრამ ამას სჭირდება სისტემური მიდგომა. ჯანდაცვის ორგანოების სათანადო ჩართულობაა საჭირო.  ქვეყანა სავსეა კარცეროგენებით, იზრდება სიმსივნეების რაოდენობა. სამწუხაროა, არ არსებობს მოხმარების სფერო, სადაც ქიმია არ გამოიყენება. აქ მარტო ტყვიაზე არაა საუბარი, ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიების არსებობაა საჭირო,“ – აცხადებს ინგა ღვინერია.

ტოქსიკოლოგი მიიჩნევს, რომ ორგანიზმში, ტყვიის გარდა, უნდა იზომებოდეს ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები.

 

 

თაკო ივანიაძე

 

ახალი ამბები / საზოგადოება /

|

17 ნოემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => tyvia-siskhlshi
                                    [1] => masshtaburi-kvleva
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 187935
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => tyvia-siskhlshi
                                    [1] => masshtaburi-kvleva
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 187935
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 21228
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => tyvia-siskhlshi
                                    [1] => masshtaburi-kvleva
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => tyvia-siskhlshi
                                    [1] => masshtaburi-kvleva
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (187935) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (21228,21229)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 286055
                    [post_author] => 8
                    [post_date] => 2018-09-19 10:36:11
                    [post_date_gmt] => 2018-09-19 06:36:11
                    [post_content] => სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა.

აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი - ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება.

განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი.

სენაკში კვლევისთვის 5 ნიმუში აიღეს, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა. (კერძოდ, ქალაქის ხიდთან, რუსთაველის ქ. #113; კოსტავას ქ,#39 I სკოლასთან; პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან; სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.)

ბოლნისის რაიონში კი, ტყვია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი, სამთომომპოვებელი კომპანიის RMG-ს მიმდებარე სოფლებში გვხვდება, რომლებიც მისგან 0-10 კმ რადიუსით არიან დაცილებული.



კვლევაში ვკითხულობთ, რომ ტყვია განიცდის მიგრაციას ნიადაგში და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი დაგროვება. ამიტომ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია კომპანია RMG-ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით.

2014 და 2017 წლების მონაცემები, საიდანაც ნათლად ჩანს ტყვიის კონცენტრაციის მკვეთრი მატება ამ სოფლების ნიადაგებში.



 

აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობა ნიადაგში დასაშვებ ნორმას არ აღემატება წყალტუბოში და ფოთში, თუმცა ამ უკანასკნელში, ტყვია ნიადაგში დასაშვები ნორმის ზღვარზეა.

 

სურსათი

თუ ნიადაგი ტყვიითაა გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტიც ნიადაგიდან მოიპოვება, ტყვია მასშიცაა.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული სასურსათო პროდუქციის ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ასეთი შემთხვევები მრავლდება.

2016 წელს აღებული იქნა 637 ნიმუში, სადაც 48 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სასმელ წყალში-ჭიათურის რაიონი სოფელი ხალიფაური, საქონლის ხორცი 43 შემთხვევა, ფრინველის ხორცი 1 შემთხვევა, ღორის ხორცი 1 შემთხვევა, რძე 2 შემთხვევა;

2017 წელს 11 ივლისის მონაცემებით, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 174 ნიმუში, აქედან დარღვევა დაფიქსირდა 4 შემთხვევაში, კერძოდ კი, სუნელებში.

კვლევის ფარგლებში, სოფელ ბალიჭის ნიადაგებში მძიმე ლითონთა შემცველობა გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ ამ სოფელში ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგებში მნიშვნელოვნად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

ამავე სოფელში ჩატარდა ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც შაქრის ჭარხალში მძიმე ლითონების ათვისების უნარიანობა გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებაში, შაქრის ჭარხალი ნიადაგიდან ტყვიას შეითვისებს საკმაოდ დიდი რაოდენობით.

საკონტროლო შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 30,9-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ 0,1 მგ/კგ), ბიორაგით დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 34,16-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო ბიოსტიმულატორ ლინგოჰუმატში დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებს 44,75-ჯერ აღემატება.

ცნობისთვის, სოფელ ბალიჭში, სადაც კვლევა განხორციელდა, ცხოვრობს 300 (სამასი) ოჯახი, სულადობრივი რაოდენობა კი, დაახლოებით 1200 (ათას ორასი) ადამიანს შეადგენს.



საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევები ანალიზისთვის არასაკმარისია, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ტყვიის მაღალ ექსპოზიციას ექვემდებარება.
„არსებული ადგილობრივი, ძალზედ მწირი მონაცემებისა და სხვა ქვეყნების მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას, თუმცა საქართველოში ტყვიის ზემოქმედების წყაროებისა და გზების დადგენა გაძნელებულია შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო. ამდენად, რთულია შეფასდეს საქართველოში არსებულ სურსათში ტყვიით დაბინძურების სრული სურათი და მისი ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ალბათობა და სიმძიმე,“ - ვკითხულობთ დასკვნაში.
კვლევის ავტორები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ტყვიის შემცველობის დადგენაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და 20-40 წლამდე ქალებში (სავალდებულო კვლევა ფეხმძიმე ქალებში, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში) სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენაზე სისტემატიური კვლევები ჩატარდეს. ასევე, ხშირი მოხმარების პროდუქტებზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს.

თამთა უთურგაშვილი

[post_title] => ტყვიით გაჯერებული ქართული საკვები - გამოკვლეულ ნიადაგებში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tyviit-gajerebuli-qartuli-sakvebi-gamokvleul-niadagebshi-tyviis-maghali-shemcveloba-fiqsirdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-21 17:47:44 [post_modified_gmt] => 2018-09-21 13:47:44 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286055 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 285222 [post_author] => 22 [post_date] => 2018-09-17 10:09:43 [post_date_gmt] => 2018-09-17 06:09:43 [post_content] => სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ოფიციალური დაწყების პრეზენტაცია 17 სექტემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14 000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას. “კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კვლევის შესახებ პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. [post_title] => საქართველოში 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმება და სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად კვლევა იწყება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => saqartveloshi-2-7-wlis-bavshvebshi-tyviis-shemcvelobaze-siskhlis-shemowmeba-da-sasmeli-wylis-khariskhis-dasadgenad-kvleva-iwyeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-17 12:40:21 [post_modified_gmt] => 2018-09-17 08:40:21 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=285222 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 283912 [post_author] => 23 [post_date] => 2018-09-12 12:46:25 [post_date_gmt] => 2018-09-12 08:46:25 [post_content] => ფსიქოლოგი მაია ცირამუა ქვეყანაში არსებულ  მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება.  ის წერს, რამდენად აღფრთოვანებულია მწვანე საფარით, რომელსაც უცხო ქვეყნებში ხვდება და რამდენად მძიმეა მდგომარეობა ამ ამხრივ საქართველოში. მის სტატუსს „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზოთ: „ამასწინათ მე და ჩემმა მეგობარმა აღმოვაჩინეთ, რომ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას იმდენად კულტურულ ძეგლებს არ მოვყავართ აღფრთოვანებაში, რამდენადაც მწვანე საფარს, თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობას, პარკებისა და სკვერების მოწყობის კულტურას. სულ ამაზე გვრჩება თვალი და სულ იმას აღვნიშნავთ უკან მობრუნებულები რა თვალშისაცემია აქ ეს უჰაერობა და ლამის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მისული მდგომარეობა. შიშით ვერ ვუსინჯავ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობას. აი, თუნდაც რომ აღმოჩნდეს, რომ მომატებულია, მერე რა ვქნა? როგორ მივხედო? ერთადერთი გზა ამ ქვეყნიდან გაქცევაა? მთაში გადავსახლდე თუ რა გავაკეთო მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის?!“, - წერს ცირამუა.   [post_title] => „შიშით ვერ ვუსინჯავ ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობას“ - მაია ცირამუას ემოციური პოსტი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => shishit-ver-vusinjav-bavshvebs-siskhlshi-tyviis-shemcvelobas-maia-ciramuas-emociuri-posti [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-12 12:50:41 [post_modified_gmt] => 2018-09-12 08:50:41 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=283912 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 286055 [post_author] => 8 [post_date] => 2018-09-19 10:36:11 [post_date_gmt] => 2018-09-19 06:36:11 [post_content] => სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგების უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა გამოვლინდა. აბაშა, ბათუმი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი, ქობულეთი, ბოლნისი - ამ ქალაქებში, რამდენიმე ადგილიდან აღებული ნიმუშებიდან უმეტესობაში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. განსაკუთრებით პრობლემურია, ბოლნისის რაიონი და სენაკი. სენაკში კვლევისთვის 5 ნიმუში აიღეს, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება ყველა შემთხვევაში დაფიქსირდა. (კერძოდ, ქალაქის ხიდთან, რუსთაველის ქ. #113; კოსტავას ქ,#39 I სკოლასთან; პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან; სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.) ბოლნისის რაიონში კი, ტყვია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი, სამთომომპოვებელი კომპანიის RMG-ს მიმდებარე სოფლებში გვხვდება, რომლებიც მისგან 0-10 კმ რადიუსით არიან დაცილებული. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ტყვია განიცდის მიგრაციას ნიადაგში და საბოლოო ჯამში ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი დაგროვება. ამიტომ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენციაა, რაც გამოწვეულია კომპანია RMG-ის სამთო მოპოვებითი საქმიანობით. 2014 და 2017 წლების მონაცემები, საიდანაც ნათლად ჩანს ტყვიის კონცენტრაციის მკვეთრი მატება ამ სოფლების ნიადაგებში.   აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობა ნიადაგში დასაშვებ ნორმას არ აღემატება წყალტუბოში და ფოთში, თუმცა ამ უკანასკნელში, ტყვია ნიადაგში დასაშვები ნორმის ზღვარზეა.   სურსათი თუ ნიადაგი ტყვიითაა გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტიც ნიადაგიდან მოიპოვება, ტყვია მასშიცაა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე აღებული სასურსათო პროდუქციის ნიმუშების 2,38% არის ტყვიით დაბინძურებული. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, ასეთი შემთხვევები მრავლდება. 2016 წელს აღებული იქნა 637 ნიმუში, სადაც 48 შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სასმელ წყალში-ჭიათურის რაიონი სოფელი ხალიფაური, საქონლის ხორცი 43 შემთხვევა, ფრინველის ხორცი 1 შემთხვევა, ღორის ხორცი 1 შემთხვევა, რძე 2 შემთხვევა; 2017 წელს 11 ივლისის მონაცემებით, ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულ იქნა 174 ნიმუში, აქედან დარღვევა დაფიქსირდა 4 შემთხვევაში, კერძოდ კი, სუნელებში. კვლევის ფარგლებში, სოფელ ბალიჭის ნიადაგებში მძიმე ლითონთა შემცველობა გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ ამ სოფელში ტყვიის კონცენტრაცია ნიადაგებში მნიშვნელოვნად აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. ამავე სოფელში ჩატარდა ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც შაქრის ჭარხალში მძიმე ლითონების ათვისების უნარიანობა გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან მიმართებაში, შაქრის ჭარხალი ნიადაგიდან ტყვიას შეითვისებს საკმაოდ დიდი რაოდენობით. საკონტროლო შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 30,9-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (ზდკ 0,1 მგ/კგ), ბიორაგით დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია 34,16-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო ბიოსტიმულატორ ლინგოჰუმატში დამუშავებულ შაქრის ჭარხალში ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებს 44,75-ჯერ აღემატება. ცნობისთვის, სოფელ ბალიჭში, სადაც კვლევა განხორციელდა, ცხოვრობს 300 (სამასი) ოჯახი, სულადობრივი რაოდენობა კი, დაახლოებით 1200 (ათას ორასი) ადამიანს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩატარებული კვლევები ანალიზისთვის არასაკმარისია, თუმცა შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ტყვიის მაღალ ექსპოზიციას ექვემდებარება.
„არსებული ადგილობრივი, ძალზედ მწირი მონაცემებისა და სხვა ქვეყნების მონაცემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ექვემდებარება ტყვიის მაღალ ექსპოზიციას, თუმცა საქართველოში ტყვიის ზემოქმედების წყაროებისა და გზების დადგენა გაძნელებულია შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო. ამდენად, რთულია შეფასდეს საქართველოში არსებულ სურსათში ტყვიით დაბინძურების სრული სურათი და მისი ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ალბათობა და სიმძიმე,“ - ვკითხულობთ დასკვნაში.
კვლევის ავტორები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ტყვიის შემცველობის დადგენაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში და 20-40 წლამდე ქალებში (სავალდებულო კვლევა ფეხმძიმე ქალებში, ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში) სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენაზე სისტემატიური კვლევები ჩატარდეს. ასევე, ხშირი მოხმარების პროდუქტებზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს.

თამთა უთურგაშვილი

[post_title] => ტყვიით გაჯერებული ქართული საკვები - გამოკვლეულ ნიადაგებში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => tyviit-gajerebuli-qartuli-sakvebi-gamokvleul-niadagebshi-tyviis-maghali-shemcveloba-fiqsirdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-09-21 17:47:44 [post_modified_gmt] => 2018-09-21 13:47:44 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=286055 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 4 [max_num_pages] => 2 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => b659842e0c7215cc2f82af129f3b1a90 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები