LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყვიაზე, რომლითაც მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა – ადვოკატი

58

ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა – ამის შესახებ  განცხადება  ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, გააკეთა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა მას ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს, რომლმაც  საქმესთან დაკავშირებით ახალი კითხვები გააჩინა. კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილების დაზარალებულებად ცნობას მოითხოვს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საქმის მასალებს გაეცნონ.

“ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა ლოგინის თავში, არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, ფაქტობრივად მთლიანი სხეული, ლოგინი, ლოგინის თავი და კედილი, როგორ არ აღმოჩნდა მასზე სისხლი. პროცესში ჩართული არ ვარ მხარედ, დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნდა არც თემირლანს და არც მისი გარდაცვალების შემდგომ მამას, რასაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რაც მიშლის ხელს იმ კუთხით, რომ მე არ გამაჩნია საგამოძიებო მოქმედებებში ჩარევის უფლება,“  – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები