LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ მოამარაგებს ბაღებს საკვებით – კახა კალაძე

59

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, კომპანია „ნილი“ ტენდერში გამარჯვებული არ არის.

„ტენდერში, რომელიც იყო გამოცხადებული, გაიმარჯვა კომპანია „ნილმა“ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები და მისცა დისკვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“. შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია და დღე-დღეზე გვეცოდინება შედეგები, ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

მე მესმის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით, თუმცა თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე მოაკლონ ბაღებს, ბავშვებს. ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ რაიმე იქნება შეფერხება, შეცდომა და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის,  სატენდერო დოკუმენტაციის მიღება უწყებამ 31 იანვარს დაასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ნილი“ მონაწილეობს. საერთო ჯამში, 171 ბაღის 60 ათასზე მეტი აღსაზრდელის კვებისთვის მერია 35 მილიონ ლარამდე დახარჯავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები