LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს

32

საქართველოში არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი იქნება.

15 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოთოვს. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, დღეს თოვლჭყაპია, რომელიც საღამოს შეიძლება თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15–16 იანვარს, დედაქალაქში მოთოვს. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები