LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს – პენსი

39

უახლოეს დღეებში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მაიკ პენსის თქმით, პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და კონგრესს ერთიანი პოზიცია აქვთ.

„ჩვენ არ გვინდა სანქციები, გვინდა ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ რუსეთი, საკუთარი ქმედებებით ამის საშუალებას არ იძლევა და კვლავ აგრძელებს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან ურთიერთობას,“ – აღნიშნა პენსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები