LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობა გერმანიაში – დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი

41

გერმანიაში უამინდობას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. შტორმმა „ქსავიემ“ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებს გადაუარა. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო ბერლინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეჩერებული იყო სარკინიგზო მიმოსვლა და აეროპორტების მუშაობა.

ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე 120 კილომეტრს საათში შეადგენდა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მაშველებმა ჰოლანდიიდან მომავალი ჩქაროსნული მატარებლის 400-ზე მეტი მგზავრის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები