LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი კითხვა მაქვს ამ პოლიციელებთან – ლაშა კაცია

78

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ადამიანის უფლებების შეზღუდვის პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება 9 მარტს ლაშა კაციასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს.

კაცია ამტკიცებს, რომ სამმა პოლიციელმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით ჩასვა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით კაცია გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული, რის შესახებაც საია-ს იურისტს აცნობეს, რომელიც მის ინტერესებს იცავს.

„უამრავი კითხვა მაქვს ამ პოლიციელებთან. დაზარალებულის სტატუსი არ მომანიჭეს, ახსნაც ვერ გავიგე, რატომ არ მომანიჭეს. ველოდები მათ მიერ მიცემულ ჩვენებას სასამართლოზე, რომ მერე ის ჩემი კითხვები და ძალიან ბევრი აცდენა, რაც აქვთ და ისიც ვერ მოახერხეს, რომ სამ ადამიანს ერთი და იგივე ჩვენება დაეწერა,“- განაცხადა ლაშა კაციამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ  ლაშა კაციას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა პოლიციის იმ განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებიც მის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში არიან მხილებულნი, უკანონო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები