LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი 224 მიგრანტს: ესპანეთს არ სურს „მთელი ევროპისთვის სამაშველო ორგანიზაცია“ გახდეს

95

ესპანეთმა გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Lifeline-ის გემის მიღებაზე უარი თქვა, რომლის ბორტზე ზღვაში გადარჩენილი 224 მიგრანტი იმყოფება. ამის შესახებ ესპანეთის განვითარების მინისტრმა  განაცხადა.ხოსე ლუის აბალოსის თქმით, ქვეყანას სურს აჩვენოს ჰუმანიზმის მაგალითი, როგორც ეს გემ Aquarius-ის შემთხვევაში მოხდა, თუმცა არ სურს გახდეს „მთელი ევროპისთვის სამაშველო ორგანიზაცია“.

მანამდე ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ გამოთქვა ინიციატივა, რომ ქალაქის პორტი ლტოლვილების მიმღებ პორტად იქცეს.

„დიახ, ჩვენ გვაქვს პორტები ბარსელონა, ვალენსია, პალმა. თუმცა ესპანეთს არ შეუძლია, მარტომ იტვირთოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ესპანეთის განვითარების მინისტრმა.

გერმანული ორგანიზაციის აქტივისტებმა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში 224 მიგრანტი ჯერ კიდევ 21 ივნისს გადაარჩინეს, თუმცა ხომალდ Lifeline-ის მიღებაზე ჯერჯერობით ყველა ქვეყანა უარს აცხადებს. ამჟამად გემი მალტის ტერიტორიულ წყლებში იმყოფება.

შეგახსენებთ, მანამდე იტალიამ და მალტამ უარი თქვეს სამაშველო გემის Aquarius-ის მიღებაზე. ორგანიზაციის SOS Méditerranée-ის კუთვნილი ხომალდის ბორტზე 629 მიგრანტი იმყოფებოდა. მოგვიანებით გემი ესპანეთმა ვალენსიის პორტში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები