LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი ინგლისურ მილიონებს ახალი მილიონების გამო: მესის კონტრაქტის დეტალები

79

ლეო მესიმ “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე უარით გაისტუმრა “მანჩესტერ სიტი”. ინგლისური კლუბი არგენტინელს 100 მილიონს ბონუსად, ხოლო წლიურ ხელფასად კი 50 მილიონს თავაზობდა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ლეო “ბარსელონაში” წლიური ხელფასის სახით 70 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2021 წელს გასდის, “ბარსას” მთლიანობაში 450 მილიონი უჯდება. ამ თანხაში შესულია არგენტინელის 100 მილიონიანი ბონუსი და ის ნაწილიც, რომელიც კლუბმა მესის საგადასახადო დავალიანების გამო უნდა დაფაროს.

ხელფასი, რომელსაც მესი „ბარსაში“ იღებს იმაზე ნაკლებია, რასაც პსჟ ნეიმარს უხდის. ბრაზილიელი წელიწადში 74 მილიონს გამოიმუშავებს.

ახალი ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე იგივე პირობებზე შესაძლოა კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს, თუმცა ბარსელონა” მესისთვის უვადო კონტრაქტის შეთავაზებზეც მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები