LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი ყველა პარტიას – მივა თუ არა ხალხი არჩევნებზე?

29

”ქართული ოცნება” პოლიტიკას ”ნაციონალური მოძრაობის” პრიზმაში ზომავს, რაც პოლიტიკოსის მხრიდან ყველაზე დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას, განაცხადა. მისი აზრით, კვლევამ აჩვენა სისტემური პრობლემა, რომ ამომრჩეველი დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან და უარს ეუბნება ყველა პარტიას. როგორც ხუხაშვილი ამბობს, პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია.

”ხელისუფლება პოლიტიკურ პროცესს ”ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირების ჭრილში განიხილავს. ეს არის მუდმივი შეყვარებულების რაღაც გაუგებარი საქციელი, რომლებიც იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ ერთმანეთი სძულთ, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ. ეს არის სიმბიოზი, როდესაც უერთმანეთოდ ყოფნა აღარ შეუძლიათ. როგორც ჩანს, საბოლოო შედეგი ორივესთვის იქნება სავალალო” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც ეხება კითხვას, იძლევა თუ არა NDI-ის კვლევა არჩევნების შედეგების სავარაუდო სურათის შექმნის საშუალებას, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველის აზრით, მას ყავს ცუდი ხელისუფლება და უარსი ოპოზიცია.

”ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მისი პრობლემა ”ნაციონალური მოძრაობა” კი არ არის და მისი სწორება ”ნაციონალებზე” კი არ უნდა იყოს, მისი მთვარი პრობლემა არის ქართული საზოგადოება. NDI-ის კვლევის შედეგები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ძალიან დაბალი აქტივობის არჩევნები მივიღოთ” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები