LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარი ყველა სამხედრო გაერთიანებას – რა არის ქვეყნისათვის “უბლოკო სტატუსი”

207

ქვეყნისათვის “უბლოკო სტატუსის” მინიჭება ნიშნავს საქართველოსათვის ახალი ეტაპის დაწყებას, ამის შესახებ “უბლოკო სტატუსის” ინიციატივის ერთერთმა ავტორმა, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, განაცხადა. მისი თქმით, ეს იდეა გულისხმობს იმას, რომ საქართველო უარს იტყვის ნებისმიერსამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და ნებისმიერი ქვყნის ჯარების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.

“ნატოში გაწევრიანება ქვეყნისათვის არაფრისმომცემია, ვინაიდან ამან განაპირობა მუდმივი კონფრონტაციული რეჟიმი რუსეთთან, რომელთანაც გვაქვს პრობლემები, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები. “უბლოკო სტატუსი” გულისხმობს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არცერთი უცხო ქვყენის ჯარი არ განთავსდება და არ გაწევრიანდება არცერთ სამხედრო ორგანიზაციაში. ეს საშუალებას მოგვცემს რეალური მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან, რის შემდეგაც ქვეყნიდან გავა რუსული ჯარი. ამას რუსეთი არ გააკეთებს, თუ არ იქნება მის ინტერესში. ხოლო მას ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჩნდება, თუ საქართველო უარს იტყვის იმ ორგანიზაციის ჯარების განთავსებაზე, რომელიც რუსეთს აღიზიანებს” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

“უბლოკო სტატუსის” შესახებ ინიციატივას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. როგორც “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, თამარ კორძაიამ, რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა, საკითხი ძალიან მარტიავდ დგას, კერძოდ, მისი განმარტებით, “უბლოკო სტტაუსი” ნიშნავს, რომ არცერთ ორგანიზაციასთან არ იქნება ქვეყანა კავშირში, შესაბამისად, არავინ აიღებს ვალდებულებას, რომ შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიცვას საქართველოს ინტერესები.

“როდესაც საქართველოში არის გაყინული კონფლიქტები და არის საფრთხე, რომ განახლდეს კონფლიქტი, როდესაც რუსეთი გყავს მეზობლად, შეუძლებელია, საუბარი იყოს “უბლოკო სტატუსზე”. ნატომ აღიარა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. “უბლოკო სტატუსი” კი ნიშნავს რუსული ინტერესების გატარებას. არ შეიძლება ჩვენი შვილების მომავალი შევაგდოთ სასწორზე და გავუხსნათ რუსეთს ხელფეხი, რომ უფრო მეტად დაგვჩაგროს” – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით კონსტიტუციისათვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში”.

პარლამენტის ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეგისტრაციის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები