LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უარს არ ვიტყოდი რუსეთის შემოთავაზებაზე – ირმა ინაშვილი

35

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის, თქმით, ის, რომ ხელისუფლებაში იყოს, უფრო ადრე შეკრებდა პარლამენტს და უარს არ იტყოდა რუსეთის დახმარებაზე.

მე რომ ხელისუფლება ვიყო,  უფრო ადრე შევკრებდი პარლამენტს და უფრო ადრე მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.  არ ვიტყოდი უარს არც რუსეთის შემოთავაზებაზე, რომელმაც  საჰაერო ავიაციით დახმარება შემოგვთავაზა. არ ვიტყოდი უარს იმიტომ, რომ არის კრიზისული ვითარებები ქვეყანაში, როდესაც შენ უნდა იაზროვნო სახელმწიფოებრივად და გადაარჩინო შენი ტყის საფარი და მოსახლეობა. რუსეთის დახმარებაზე უარს არ ამბობს არცერთი ევროპული ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში, ვინაიდან მას აქვს ამ ტიპის ტექნიკა,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები