LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა ბანგლადეშში – დაღუპულია 13 ადამიანი

137

ბანგლადეშის სანაპიროსთან უბედურ შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა. გემი, რომელსაც ერთ-ერთი დევნილი ეთნიკური ჯგუფის – როხინჯას 130 წარმომადგენელი მიანმარიდან ბანგლადეშში გადაჰყავდა, სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაბრუნდა.

დაღუპულებს შორის უმრავლესობა ბავშვია. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ბანგლადეშში უკვე 400 ათასზე მეტი მიანმარიდან დევნილი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები