LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა მინდელის შახტაში – დაიღუპა ექვსი ადამიანი, სამი კი დაშავდა

93

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში. მინდელის მაღაროში დღეს დილით სამთო დარტყმის შედეგად, გვირაბის ჭერიდან ჰაერის დარტყმებით ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მერი, თემურ ჩუბინიძე ადასტურებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში  მეშახტეების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები.

შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა.

მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე შსს განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები