LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა პაკისტანში – დაღუპულია 16 ადამიანი

98

პაკისტანში, უბედურ შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ კვეტის მახლობლად ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ადგილზე მასშტაბური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ნაპოვნია 5 ცხედარი, 9 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. აფეთქებას ამავე მაღაროში 2011 წელს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები