LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა თბილისში – მშენებარე სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

57

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა – წინასწარი ინფორმაციით, მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა, 27 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაო წარმოების უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია მამაკაცის გადმოვარდნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები