LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

89

უბედური შემთხვევა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. 6 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა მოხდა დღეს გამთენიისას შახტში ამ ეტაპზე უცნობია. საქნახშირში მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

მაშველებმა ცხედრები შახტიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე უკვე გაემგზავრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები