LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომას დაესწრება

40

სახალხო დამცველი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომას დაესწრება. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები არსებობს კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით და შესაძლოა, გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუმცა ის ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას მიიღებს და პროცესს სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე დააკვირდება.

ომბუდსმენის თქმით, მისი მიზანია, პროცესში მონაწილეობის მიღება და იქიდან  იმ ხარვეზების დაფიქსირება, რომელზეც საუბარია.

ხარვეზები არაერთია, მათ შორის რეალურად, კომისიის შემადგენლობასთან არის კითხვები, რომ ნაკლები დამოუკიდებელი აქტორია კომისიაში. ასევე, კრიტერიუმებთან დაკავშირებით არის კითხვები, შეფასების სისტემა არის გაუგებარი და რჩება სივრცე იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ხვალ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია 8 პრეტენდენტს გაესაუბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები