LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები მესტიაში, ქართველები კი ამბროლაურში დაფრინავენ

98

შიდა ფრენებში ყველაზე პოპულარული მიმართულება მესტიაა. აქ ძირითადად, უცხოელები დაფრინავენ, თუმცა, არიან ადგილობრივებიც. რაც შეეხება ამბროლაურს, აღნიშნულ ქალაქში განსხვავებული მდგომარეობაა. როგორც გადაცემა ”საქმის კურსს” შიდა ფრენების განმახორციელებელ კომპანია “სერვისეარში” განუცხადეს, რაჭისკენ უფრო ხშირად ქართველები დაფრინავენ, თუმცა აქვთ შეკვეთები უცხოელებისგანაც.

როგორც “სერვისეარში” აღნიშნავენ, შიდა ფრენები განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აქტიურდება.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია ”სერვისეარი” საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს ახორციელებს. ის ნატახტარის აერიდრომიდან ბათუმში, მესტიაში, ამბროლაურსა და ქუთაისში დაფრინავს. ბათუმში ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 7 ივლისს დაიწყო. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი ემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება კი 90 ლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები