LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები ქართულ მიწებს ვეღარ შეიძენენ, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს

86

პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შეჩერდება, კანონის იმ რეგულაციის მოქმედება, რომელიც მიწის ფლობასთან დაკავშირებით უცხოელების უფლებებს განსაზღვრავს.

რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ შეიძენენ.

ინიციატივის თანახმად, მორატორიუმი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე იმოქმედებს.

თუმცა, პრეზიდენტი მიწების გაყიდვის აკრძალევის შინაარსს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან ერთი კვირის წინ განაცხადა.

“მიწა არ გაიყიდება დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ”იყიდება საქართველო”. მიწის გაყიდვას  ბუნებრივია ხელს მეც არ მოვაწერ, მაგრამ მიწის არ გაყიდვა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მომცემ შენ მე შესაძლებლობას და როგორ ამათვისებინებ”, – განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ მიწის მოვლა ძალიან რთული საქმეა, რასაც საკუთარ თავზე ცდის.