LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები სიღნაღით 4-ივე სეზონზე ინტერესდებიან – კაბადონი სრული დატვირთვით მუშაობს

265

როგორ ვითარდება ტურიზმი სიღნაღში და რამდენად დიდია უცხოელი ტურისტების რაოდენობა წელიწადის ოთხივე დროის? – ბუტიკ-სასტუმრო ”კაბადონი” ვიზიტორების სიმცირეს არ უჩივს. როგორც ”ფორტუნას” ”კაბადონის” გენერალურმა მენეჯერმა თამარ ნიკურაძემ განუცხადა, მთელი წლის განმავლობაში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს.

”მოგეხსენებათ, სიღნაღში საკმაოდ ბევრი სასტუმროა- ზოგი სეზონურია და ზამთრის პერიოდში არ მუშაობს, ზოგი კი 4-ივე სეზონზეა მორგებული. ჩვენი სასტუმრო წელიწადის ნებისმიერ დროს იღებს დამსვენებლებს, რომელთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით და არა მხოლოდ ჩვენ- ფაქტობრივად, სიღნაღის თითქმის ყველა სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. განსაკუთრებით დიდია დაინტერესება უცხოელი ტურისტების მხრიდან, რომლებიც booking.com-ზე ჯავშნიან ჩვენთან ნომრებს და ჩამოდიან. ამასთან, ხშირად ვმასპინძლობთ ჩვენ ახალდაოჯახებულებსაც. იცით, რომ სიღნაღი სიყვარულის ქალაქია და აქ ხელმოწერის ცერემონიის ჩატარება ძალიან აქტუალურია. ამიტომ, დამსვენებლებს შორის ხშირად გვყავს წყვილები”, – ამბობს თამარ ნიკურაძე.

მისივე თქმით, „კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი პანორამა იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.

”სასტუმროს ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს მოდერნისა და ძველი ქართული და აღმოსავლური მოტივების ერთობლიობა ქმნის. აღმოსავლურ სიჭრელეს 50-იან წლებში პოპულარული მოდერნის სტილის მინიმალისტური ავეჯი აბალანსებს, კედლების ნეიტრალურ ტონალობას ქართული ფარდაგებისა და ხალიჩების ცოცხალი ფერები ახალისებს. დეკორატიული ნივთები და აქსესუარები ადგილობრივ კოლორიტს ინარჩუნებს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ინტერიერს”, – განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

როგორც თამარ ნიკურაძე ამბობს, ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. „კაბადონში“ თავმოყრილია სტანდარტული, დელუქსნომრები და აპარტამენტები განსხვავებულია კონფიგურაციით, თუმცა, საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია.

”ამასთან, გვაქვს რესტორანი, დაუვიწყარი ხედით ალაზნის ველზე. სტუმრებს ყოველდღიურად ვთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს. გვაქვს ღვინის ბარი, ტერასაზე განთავსებული ”სანსეტ ლაუნჯი”, საუნა, საცურაო აუზი, ფიტნესდარბაზი და სხვა ”, – დასძენს ”კაბადონის” გენერალური მენეჯერი.

მისივე თქმით, სასტუმროში ნომრების ღირებულება დღეების, სეზონებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა საშუალოდ ერთი ადამიანის განთავსება დაახლოებით 90 დოლარი ჯდება.

ცნობისთვის, ”კაბადონი” სიღნაღში 2012 წლის ბოლოს გაიხსნა. ამ ეტაპზე სასტუმრო ერთ-ერთი ფინალისტია ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოების, ნომინაციაში ”წლის ტურისტული ბიზნესი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები