LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი მხატვრები საქართველოს არტ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

113

უცხოელი მხატვრები საქართველოს არტ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ მხატვარმა, გიორგი ტაბლიაშვილმა განუცხადა, რიგით მე-5 საერთაშორისო არტ-ფესტივალი – „ხატე საქართველოსთვის“ 2017 წლის 21 – 28 მაისს მცხეთაში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი მხატვრები. ისინი ქართველ მხატვრებთან ერთად, მცხეთაში თავიან ნამუშევრებს შექმნიან.

„გამოფენაში მონაწილეობა ხდება კონკურსის წესით. ძალიან სასიხარულოა, რომ წლების განმავლობაში ფესტივალის ცნობადობა გაიზარდა არაა მარტო საქართველოს მასშტაბით. ამის კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის რამდენიმე ათეული აპლიკაცია, რომლებიც ამჟამად არის გამოგზავნილი ჩვენი ორგანიზაციის: Voice From Goergia-ს ელექტრონულ ფოსტაზე. წლეულს ფესტივალი მოიცავს ვორკშოპს და 3 გამოფენას მცხეთასა და თბილისში. ტრადიციულად, შედგება კულტურული ტურები მხატვრებისათვის, ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით“, -განაცხადა ტაბლიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები