LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელი პარტნიორები საქართველოს ტურისტული პოტენციალით აღფრთოვანდნენ – TMI Consultancy-ის დირექტორი

124

“საქართველო დინამიურ გამყვან ტურისტულ ბაზრად ყალიბდება,”- ეს სიტყვები ბრიტანული მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია TMI Consultancy (Travel Consul Alliance-ის წევრი) დირექტორს, ჰელენ ლოიდს, ეკუთვნის. ჰელენ ლოიდი საქართველოს, პრესტიჟულ ტურებზე გათვლილი ღონისძიების, B2B Luxury & MICE ვორქშოპის ფარგლებში სტუმრობს და ამავე ღონისძიების ორგანიზატორია. ღონისძიებას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.

ჰელენ ლოიდი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ გასულ წელს თბილისში პირველად ჩატარებული B2B Luxury & MICE ვორქშოპი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და წელს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ჰელენ ლოიდი: საერთაშორისო პარნტიორები კმაყოფილნი დარჩნენ და აღფრთოვანდნენ ქართული ბაზრის პოტენციალით. შედეგად, 30 %-ით მეტი საერთაშორისო მონაწილე გვყავს. წელს პირველად შემოგვიერთდნენ ახალი დესტინაციების ტურიზმის საბჭოები როგორიცაა მონაკო, დომინიკის რესპუბლიკა, ასევე, სლოვენია, რომელიც ჩვენი ღონისძიების გენერალური სპონსორია წელს.

საინტერესოა, რომ სლოვენიის ტურიზმის საბჭოს ორი ტურ ოპერატორი ჩამოყავს, ხედავენ რა ბაზრის კარგ პოტენციალს. მათ თურქეთის ავიხაზებიც ეხმარება დესტინაციის პრომოუშენში თბილისი-ისტანბული- ლუბლიანას რეისის დანიშვნით.

ასევე, ვორქშოპზე მდიდრული ტურიზმის სამყაროს კარგად ცნობილი და ნიშური ბაზრის 5 * ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდებიც იქნებიან წარმოდგენილი ესპანეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.

აშკარად იკვეთება, რომ საქართველოს ახალგაზრდა ბაზარი იზრდება, ეს არის კარგი შესაძლებლობა რომ საქართველომ ყურადღება მიიპყროს. ეს არაპირდაპირ, შემომყვანი ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან იზრდება საქართველოს ცნობადობა.

  • როგორ დაეხმარება ამ პროცესის განვითარებას ვიზალიბერალიზაცია?

ჰელენ ლოიდი: ვიზალიბერალიზაცია არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ საზღვარგარეთ იმოგზაურონ, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას. აქ საუბარია მცირე ბიზნესზე. ხშირ შემთხვევაში ვიზა ერთგვარი დაბრკოლება არის ხოლმე ქვეყნებისთვის, მაგალითად რუსეთისთვის, ამიტომ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინტერესი გაიზრდება.

  • ისევ ღონისძებას რომ დავუბრუნდეთ, რა შესაძლებლობა ეძლევათ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობით?

ჰელენ ლოიდი: მათ აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა პირისპირ B2B შეხვედრების ფორმატში შეხვდნენ და დაამყარონ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენენ. B2B Luxury & MICE ვორქშოპი არის დახურული ღონისძიება პროფესიონალებისთვის. ტურიზმი დამყარებულია ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე და ეს ვორქშოპო სწორედაც,  რომ ორიენტირებულია საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ურთიერთობების დამყარებაზე და პარტნიორობის გაღრმავებაზე. ვორქშოპში მონაწილეობის მისაღებად TMI-მ პარტნიორ კომპანია “ბრენდორ კონსალტინგთან” ერთად განახორციელა

ადგილობრვი ტურისტული კომპანიების შერჩევა და, შესაბამისად, ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ გამყვან ტურებზე ორიენტირებული წამყვანი ქართული ტურ- ოპერატორები.

  • რა შეიძლება გააკეთონ ქართულმა კომპანიებმა იმისათვის, რომ უფრო დააინტერესონ ვორქშოპის უცხოელი წარმომადგენლები?

ჰელენ ლოიდი: ქართულმა კომპანიებმა უნდა დააინტერესონ უცხოელი პარტნიორები საკუთარი პროდუქტის მყიდველების რიცხვის ზრდით. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ტურისტული სააგენტოების და ტურისტული პროდუქტების წარმომადგენლების დაკავშირების, მსგავსი ტიპის ვორქშოპებს უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ ყაზახეთში და აზერბაიჯანში.

რაც შეეხება საქართველოს, საერთაშორისო გამოფენებზე საქართველო კარგად არის წარმოდგენილი. მთავარი გამოწვევა ქვეყნის სხვადასხვა სეზონზე აქტიურობაა. სხვადსხვა სეზონებზე დიდი რაოდენობით ტურისტი მოგზაურობს, მნიშვნელოვანია უცხოელები დარწმუნდნენ, რომ საქართველო საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა სხვადასხვა სეზონზე მოგზაურობის მხრივაც.

ჰელენ ლოიდი: წელს, ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორი საერთაშორისო კომპანია CHUTE. CHUTE ეხმარება დესტინაციებს, სასტუმროებს და ტურისტულ პროდუქტებს, რომ გაზარდონ მათი წარმოჩენა სოციალურ მედიაში. ჩვენ ერთად ვესტუმრეთ ბათუმს. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციას შევხვდით და მოხარულნი ვიქნებით მათთან თანამშრომლობით, თუკი მათი მხრიდან ინტერესი გამოიკვეთება.

თანამშრომლობა შესაძლებელია მაგალითად, MICE სექტორში და აჭარის პრომოუშენის მიმართულებით. TMI Consultancy-ს აქვს სხვადასხვა ბაზარზე მუშობის დიდი გამოცდილება დესტინაციების და ტურისტული პროდუქტის პრომოუშენის მხრივ.

  • რა პოტენციალი აქვს საქართველოს MICE ტურიზმის განვითარების მიმართულებით?

ჰელენ ლოიდი: თქვენ გაქვთ სასიამოვნო კლიმატი, საუცხოო სამზარეულო, კარგი სერვისები. ამ კუთხით საქართველო საინტერესოა არა მხოლოდ რუსული ბაზრისთვის, არამედ ევროპული ბაზრებისთვის. ჩვენ სხვადასხვა დესტინაციებთან ვპარტნიორობთ და დიდი სურვილი გვექნება, ამ მხრივ, საქართველოს პრომოუშენშის კუთხითაც ჩავერთოთ.

  • TMI-ის მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების 8 წლიანი გამოცდილება აქვს, რამდენად შედეგის მომტანია მსგავსი ტიპის ვორქშოფები ტურისტული სააგოენტობისათვის?

ჰელენ ლოიდი: ტურისტული სააგენტოები იღებენ ახალ ინფორმაციას, იძენენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და ეს კიდევ ერთხელ ეხმარება მათ განავითარონ ბიზნესი და გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე. ამ შემთხვევაში, ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს აღარ უწევთ ახალი ინფორმაციის მისაღებად და ახალი პარტნიორების გასაცნობად საზღვარგარეთ წასვლა და ხარჯის გაღება, რადგან ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ადგილობრივი ბაზრით დაინტერესებული პარტნიორების ადგილზე ჩამოყვანას. ეს შეთავაზება მათთვის ძალიან მიმზიდველია და რეალური შედეგები მოაქვს გრძელვადიანი პარტნიორების შეძენის და ახალი პროდუქტების განვითარების მხრივ.

სწორედ, ამიტომ უკვე მე-8 წელია მსგავსი ტიპის ვორქშოპს ვატარებთ ალმა-ატაში და მე-7 წელია – ბაქოში, წელს კი უკვე მეორედ – თბილისში.

  • რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ საქართველოს შესახებ როგორც ტურისტს?

ჰელენ ლოიდი: ორი რამ რამაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე არის: ხალხი და ღვინო. თქვენი ღვინო მართლაც ფანტასტიურია. მე, როგორც ბრიტანელს მომწონს აქაური სამზარეულო და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ღვინით. ზოგადად, კულინარიულ და ღვინის ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში ევროპელი ტურისტების მოზიდვის მხრივ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები