LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური წილი ქართულ კომპანიებში – ტოპ 5 ქვეყანა, რომელიც საქართველოში ბიზნესს ფლობს

308

რა წილი აქვთ უცხოელებს ქართულ ბიზნესში – ამ საკითხის გაგებაში ბიას ბიზნეს კატალოგი დაგვეხმარება, რომელმაც ”ფორტუნას” დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბია.ჯი-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე ფიქსირდება კომპანიების 13%, რომელთაც დამფუძნებლებში სრულად არაქართული წილი უფიქსირდებათ.

ბიას ონლაინ მონაცემთა ბაზაში ძირითადად შემდეგი სამართლებრივი ფორმების ქვეშ არსებულ კომპანიებს უფიქსირდებათ  სრულად უცხოური კაპიტალი,  ასეთი სამართლებრივი ფორმებია: უცხოური საწარმოს ფილიალი და უცხოური არასამეწარმეო იურ.პირის ფილიალი. ბიზნეს პლატფორმაზე მათი რაოდენობა მთლიანი მაჩვენებლის 8%–ს შეადგენს. ძირითადი საქმიანობის სფეროები, რომლითაც უცხოური  კომპანიები საქართველოში ინტერესდებიან შემდეგია–სამშენებლო დარგი, მარკეტინგული/საკონსულტაციო მომსახურება, არასამთავრობო კომპანიები და ფარმაცევტული საწარმოს წარმომადგენლობები.

უცხოური კაპიტალის წილობრივი გადანაწილება ქართულ კომპანიებშიც გვხვდება, ძირითადად მათი სამართლებრივი ფორები არის „შპს“ და „სააქციო საზოგადოებაა“.

უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით შემდეგია: ძირითადი ნაწილი 47% მცირეა, საშუალოა 32 %, ხოლო მსხვილია–21%.  ხოლო კონკრეტულად მსხვილი ბიზნესის ჭრილში რომ შევხედოთ სტატისტიკას, ბიას ბაზაში დარეგისტრირებული მსხვილი კომპანიების 4%–ში უცხოური კაპიტალი ფიქსირდება.

ბიზნეს კატალოგში ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ,  მაჩვენებლები შემდეგია:  ყველაზე მეტი კომპანია სამართლებრივი ფორმით, უცხოური საწარმოს ფილიალი და უცხოური არასამეწარმეო იურ.პირის ფილიალი დარეგისტრირდა 2011-2013 წლებში. 2014 წლიდან გვაქვს კლების ტენდენცია.

ანალიზი

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ქვეყანაში არსებული ბისზნეს, თუ საინვესტიციო გარემო და პირობები საქართველოს მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისათვის.

ბიას მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე კომპანიების 13%-ს დამფუძნებლებში სრულად არაქართული წილი უფიქსირდებათ, გაუმჯობესებული საინვესტიციო პირობებისა და ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიადვილის შედეგად 2017 წელს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელმაც 1894.5 მლნ დოლარი შეადგინა.

ბიას დახმარებით შეგვიძლია ვნახოთ იმ ქვეყნების ხუთეული რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ფლობენ ბიზნესს, ესენია: აზერბაიჯანი, ჩინეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, აშშ. ხოლო მათი დაინტერესება მეტწილად სამშენებლო, საფინანსო სექტორებსა და ენერგეტიკაზე მოდის.

შედეგად იმ კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით, რომელთაც უცხოელი დამფუძნებლები უფიქსირდებათ შემდეგია: 47%-მცირე, 32%-საშუალო ხოლო 21% მსხვილი.

2007 წლიდან დღემდე საქართველოში 15 მილიარდამდე უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები