LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნაური დაკრძალვა: როგორ ექცევიან მიცვალებულებს მსოფლიოში

1917

ზუგდიდელთა ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოცქსელები აჭრელდა ათასგვარი სარკასტული კომენტარებითა და ფოტოებით. საუბარია იმ წესზე, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვას ეხება.

მართალია, მალევე გაირკვა, რომ ეს წესი არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული და წესი განსაკუთრებულ შემთხვევებს გულისხმობს (როდესაც მიცვალებულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ ხერხდება), მაგრამ ხალხს ეს მეორე მხარე ნაკლებად აღელვებს და ქილიკი ურჩევნია.

ჩვენ კი მსოფლიო რუკას გადავხედეთ და იმ ქვეყნებს მივადექით, სადაც დაკრძალვის, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო წეს-ჩვეულებები აქვთ.

 

მსოფლიოში გავრცელებული დაკრძალვის ყველაზე უცნაური ტრადიციები

მიცვალებულთან დასამშვიდობებლად ძირითადად ორი გზა – დაკრძალვა ან კრემაცია არსებობს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ არის და მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი უცნაური, კრეატიული თუ საკმაოდ შემაშფოთებელი წესი არსებობს.

 

ფერადი მძივები
სამხრეთ კორეელებს საკმაოდ უცნაური წესი აქვთ. ისინი ახლობელი ადამიანის ნარჩენებისგან ფერად-ფერად მძივებს ამზადებენ და მათ სახლში ინახავენ.

 

კანიბალიზმი
პაპუა-ახალ გვინეაში მიცვალებულებს არც მეტი არც ნაკლები მიირთმევდნენ. უჩვეულო წესის მიზანი სიკვდილთან დაკავშირებული მისტიკისა და შიშის დამარცხება იყო. სამწუხაროდ, მიუხედავად აკრძალვისა, ამ წესს ზოგიერთი ტომი დღემდე მისდევს.

 

ოკეანის რიფები
ამერიკული კომპანია Eternal Reefs მიცვალებულის ნარჩენებს რიფად აქცევს და სამუდამო განსასვენებლად ოკეანეში ათავსებს. აღსანიშნავია, რომ პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია.

 

მიცვალებულთან ცეკვა
მადაგასკარელებს საკმაოდ უცნაური ტრადიცია აქვთ. ისინი თავის მიცვალებულებს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ თხრიან, ძვლებს ტანსაცმელში ახვევენ და მათთან ერთად ცეკვავენ. ეს რიტუალი ღვინისა და საოჯახო ისტორიების თანხლებით ტარდება.

 

ფანტასტიკური კუბო
განელებს უყვართ, როცა ადამიანებს ისეთ კუბოში მარხავენ, რომელიც მათ ცხოვრებასთან გარკვეულ კავშირშია. სწორედ ამიტომ, განაში კუბოს თვითმფრინავის, თევზის, მერსედესისა თუ სხვა საინტერესო საგნის ფორმა შეიძლება ქონდეს.

 

ცასთან ახლოს
ტიბეტელები, კონკრეტულად კი ბუდისტები, მიცვალებულებს ჩიტებს აჭმევენ. ამისთვის ისინი გარდაცვლილს მთის მწვერვალზე ტოვებენ. საქმე ისაა, რომ მათთვის სხეული ცარიელი ჭურჭელია და ღრუბლებთან ახლოს ჩატარებული რიტუალი თავგანწირვისა და ქველმოქმედების რიტუალად მიიჩნევა.

 

თითის ამპუტაცია
პაპუა-ახალ გვინეელებს კიდევ ერთი უცნაური წესი ქონდათ. როდესაც ოჯახში მამაკაცი იღუპებოდა, მის ოჯახს – ქალსა და ბავშვებს თითების მოჭრა უწევდათ. ასეთ რამეს ისინი სულისთვის ფართო გზის გასახსნელად აკეთებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ არც თუ ისე ჰუმანური საქციელი კანონით აიკრძალა.

 

ჯაზური დაკრძალვა
ჯაზის სამშობლოდ აღიარებულ ახალ ორლეანში დაკრძალვაც კი მუსიკის თანხლებით ხდება. პროცესიას როგორც წესი, წინ ბენდი მიუძღვება და დაკვრას სევდიანი ტონებით იწყებს. საბოლოოდ კი ყველაფერს ენერგიული ჯაზი და საცეკვაო ბლუზის რიტმები ასრულებს.

 

თვალების ახვევა
ფილიპინელები მიცვალებულს თვალებს უხვევენ და მას სახლის მთავარ შესასვლელთან ათავსებენ.

 

ისინი კვლავ ცოცხლებივით არიან
ფილიპინელთა ერთ-ერთი ტომი „ტინგუანი“ მიცვალებულს საუკეთესო სამოსში მოსავს, სკამზე სვავს და პირში სიგარეტის ჩადებაც არ ავიწყდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები