LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობი ოდრი ჰეპბერნი – იშვიათი ფოტოების გამოფენა ლონდონში

329

17 აგვისტოს ლონდონის გალერეა Proud-ში გამოფენა “ოდრი ჰეპბერნი: ეკრანის მეორე მხარეს” გაიხსნება, რომელიც მსახიობის გარდაცვალების 25 წელს მიეძღვნება.

ორიგინალურმა ექსპოზიციამ ცნობილი ფოტოგრაფების ტერი ო’ნილის (ჯგუფებისThe Beatles და Rolling Stones პირად ფოტოგრაფის) და ნორმან პარკინსონის (დედა-დედოფლის ელიზაბეტის ოფიციალური პორტრეტის ავტორის), ბობი უილოუბის, მარკ შოუს, ევა სერენის და დუგლას კირკლაიდის აქამდე უცნობ ფოტოებს მოუყარა თავი გადასაღები მოედნებიდან, ჰეპბერნის სადებიუტო ფოტოსესიებიდან და პირადი არქივიდან. გამოფენა 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები