LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობის ახალი სიმღერა დიდხნიანი პაუზის შემდეგ (ვიდეო)

635

Ardaidardo.Ge
გიორგი გაჩეჩილაძემ, უცნობმა ახალი სიმღერა „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ წარადგინა. ეს არის დიდი ხნის პაუზის შემდეგ შემსრულებლის პირველი ახალი სიმღერა. მისი სახელწოდებაა „აუ, აუ“.

 

„აბა, ვინ მეტყვის, რა არის

ამ საგიჟეთის მიზეზი

ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიცანი,

გინდ უპატარძლო ქორწილი,

ჩოხა ახალი შტრიხებით

მე კლასიკისკენ უფრო ვიხრები.

აუ, აუ, ჯვარია თუ აუ, აუ მტკვარია და

ეს ქვეყანა საჩუქარია,

გული მტკივა ძაან მაგრა

სიყვარული სადღაც გაქრა

ის ხომ ღმერთის ნაჩუქარია

ეს ქალია თუ კაცია,

რა გასულია ნაცია,

ვადაგასული სუბლიმაცია…“

 

ჩანაწერში მონაწილეობენ შემდეგი მუსიკოსები: გიორგი კობახიძე – გიტარა / ლევან ჯაფარიძე – ბასგიტარა / გიგა ჩიხრაძე – დრამი / ირაკლი სანაია – კლავიში / მეგი მუქერია – ბექვოკალი / ელენე ჯგუშია – ბექვოკალი.

მუსიკისა და ტექსტის ავტორი უცნობი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები