LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდარდელი დღეები. ძალიან მენატრება ეს დრო,“ – მადონა შვილის დაბრუნებას კვლავ ელოდება

155

მადონა ყველაფერს აკეთებს, რომ შვილი, როკო დაიბრუნოს, რომელიც, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების მიუხედავად, კვლავ დიდ ბრიტანეთში, მამასთან იმყოფება და მადონასთან დაბრუნება არ სურს. მომღერალმა Instagram-ზე ფოტო განათავსა, სადაც ბედნიერი დედა შვებულების დროს შვილებთან ერთად არის გადაღებული.

„უდარდელი დღეები. ძალიან მენატრება ეს დრო,“ – წერს მადონა.

TMZ-ს ინფორმაციით, მომღერალმა როკოსა და მამამისის გასაკონტროლებლად კერძო დეტექტივი დაიქირავა.
მადონა ამბობს, რომ გაი რიჩის შვილის სწორად აღზრდა არ შეუძლია,  მან როკოს აბსოლუტური თავისუფლება მისცა. მომღერალი შოკირებული დარჩა ინფორმაციით, რომ როკო სკოლაში აღარ დადის და მარიხუანას ეწევა.

20160211_madonna

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები