LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია

62

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია – ამის შესახებ ფორტუნას „ჰაუს-არტ ლუქსის” მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ლოლუამ განუცხადა. ლოლუას თქმით, ლარის დევალვაციის გამო გაყიდვების შემცირებაზე საუბარი უფრო პოლიტიკური პროპაგანდა იყო და არა რეალური ვითარება.

,,გაყიდვები გაცილებით დაბალი იყი 2012 წელს. მას შემდეგ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება. ამ დროისთვის საშუალო სეგმენტში 500 დან 800-დოლარამდე ღირებულების ფართებზე გაყიდვების კარგი მაჩვენებლი ფიქსირდება. ბინა ისეთი პროდუქტია ყოველთვის ყავს მყიდველი’’- აცხადებს „ჰაუს-არტ ლუქსის” მარკეტინგის დირექტორი.

რაც შეეხება „ჰაუს-არტ ლუქსის” მფლობელობაში არსებულ ობიექტებს. გიორგი ლოლუას თქმით , კომპანიამ 7- შერეულ კომპლექსეზე მუშაობა უკვე დაასრულა. აქედან ერთი კორპუსი ბაკურიანში მდებაროებს. სადღეისოდ კომპანია ვაკეში ელიტარულ სახლს აშენებს. მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მშენებლობის ვადა 26 თვეა. მომხმარებლებისთვის 34 თვიანი შიდა განვადება მოქმედებს. პროექტი მრავალფუნქციურია და გულისხმობს როგორც საოფისე ისე კომერციული ფართების განვითარებს. კვადრატულის ფასები კი 1300 დან 2200 დოლარამდეა. გარდ ამაისა „ჰაუს-არტ ლუქსი” რამდენიმე პროექტის განვითარებაზეც მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები