LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ნივთის შეძენა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება

113

შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის მედიათეკაში პრეზენტაცია გამართა. მან დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.

მამუკა ბახტაძის თქმით, საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები. მისივე ინფორმაციით, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს – ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.

რეფორმის დეტალები სრულად იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები