LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა

51

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მოთამაშე  „2X2“  შემოვიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ კვეტენაძემ დღეს განაცხადა,  კომპანია „2X2” მომხმარებელს აუქციონით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას შესთავაზებს. აღნიშნული კომპანია მოემსახურება როგორც ბროკერებს, ასევე, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელს.

მისი თქმით,  მომხმარებელს, რომელიც უძრავ ქონებას ყიდულობს, შეუძლია დარეგისტრდეს „2X2. ge”- ზე  და რეგისტრაციის შემდეგ, მას შეეძლება ვაჭრობის პროცესში ჩაერთოს.

,,მყიდველი გადაიხდის მხოლოდ აუქციონში მონაწილეობის საფასურს, გამყიდველი კი საკომისიო ვალდებულებისგან გათავისუფლდება. აგრეთვე, საკომისიოსგან გათავისუფლდება ბროკერი, რომელიც დააგროვებს ქულებს და გახდება ვარსკვლავის მფლობელი.’’- აღნიშნა კვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები