LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა

35

მარტის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7%-ით), ისე მეორადი (16.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

სააგენტოს მონაცემებითვე, ასევე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (34.8%-ით), ისე მეორადი (5.2%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 17 952 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 49 462 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2017 წლის მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 73.4%-ს მეორადი, ხოლო 26.6%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2016 წლის მარტში კი, შესაბამისად, 77.9% და 22.1%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები