LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძველესი ქართული საგალობელი პოპულარული თამაშის საუნდტრეკი გახდა

234

შუა საუკუნეების ქართული გალობა “შენ ხარ ვენახი”, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის Civilization 6: Rise & Fall-ის ქართული ნაწილის საუნდტრეკი გახდა.

როგორც თამაშის ავტორები წერენ, თამაშის ეს მუსიკალური ფონი “შენ ხარ ვენახის” მიხედვით, მუსიკოსმა ჯეფ ნორმმა და მისმა გუნდმა შექმნეს.

თამაშის საუნდტრეკით მოხიბლულები არიან იუთუბერები. ზოგიერთი მათგანი წერს, რომ სიმღერის გამო, ამ ვიდეოთამაშით დაინტერესდა. კომენტარებიდან ჩანს, რომ იუთუბერების ნაწილმა, ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესახებ იცის, ნაწილი კი წერს, რომ ეს უკრაინულ ანათემას აგონებს. თუმცა ქართული ჰანგებით ყველა მათგანი აღფრთოვანებულია.

მოუსმინეთ ახლებურ “შენ ხარ ვენახს”:

შეგახსენებთ, რომ პოპულარულ ვიდეოთამაშს, ქართული ნაწილი, ცოტა ხნის წინ დაემატა, სადაც მთავარი პერსონაჟი თამარ მეფეა, მებრძოლები კი ხევსურები.

აღნიშნული ნაწილის თამაში 8 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები