LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა ჩვენთვის ახალ ტურნირს იგონებს: პატარები ცალკე ვათამაშოთ

44

უეფა აპირებს კიდევ ერთი საკლუბო ტურნირი მოაწყოს. პირველი გათამაშება 2021-22 წლებში უნდა გაიმართოს, როცა უეფას ამოეწურება ტელეკომპანიებთან და სპონსორებთან მარკეტინგული შეთანხმებების მიმდინარე ციკლი.

ამაზე წერს გერმანულ გაზეთი „ბილდი“.

ახალ ტურნირზე, რომლის სახელწოდება ჯერ არავინ იცის, 32 გუნდი ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რიცხვი არ შეიცვლება, აი ევროპის ლიგა კი 48 გუნდიდან 32-მდე შემცირდება.

უეფას იმედი აქვს, რომ ევროპის ლიგის პრესტიჟი სწორედ გუნდების რაოდენობის შემცირებით ამაღლდება. მეორეს მხრივ, მესამე ტურნირის შემოღება წაადგება სკანდინავიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პატარა საფეხბურთო ჩემპიონატებს. ეს ტურნირი სწორედ ამ ქვეყნის გუნდებისთვის კეთდება.
ჩვენი ადგილიც ალბათ აქ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები