LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა: ევროპის ტოპ-ლიგების კლუბების წლევანდელი მოგება 600 მლნ.ევროა

26

უეფამ ევროპული ტოპ-ლიგების კლუბების შემოსავლები შეისწავლა იმ მომენტიდან,როდესაც ძალაში ფინანსური ფეირ-ფლეის წესები შევიდა. (2011 წ.)

ევროპული ტოპ-ლიგების 718 კლუბის ფინანსების კვლევის შემდეგ დადგინდა,რომ 2017 წელს გუნდების საერთო მოგებამ 600 მლნ.ევრო შეადგინა.

გასულ წლებში გუნდების დანაკარგებიც უფრო მაღალი იყო.გასულ წელს ევროპული კლუბების ზარალი 300 მლნ.ევროდ შეფასდა,2011 წელს კი იგი 1.7 მლრდ ევროს შეადგენდა.

ფეირ-ფლეის წესის შემოღებამ დააბალანსა კლუბების შემოსავლები და ხარჯები და ამ მხრივ საერთო ჯამში,დადებითი ბალანსი სახეზეა.

უეფას ფინანსური ანგარიშის თანახმად,ევროპული ტოპ-ლიგების გუნდების აქტივები მათ ვალდებულებებს და ვალებს 7,7 მლრდ ევროთი აღემატება,2011 წლის დასაწყისში კი ეს რიცხვი 1,9 მლრდ. ევრო იყო.

2017 წელს კლუბების შემოსავლები სარეკორდო რიცხვით, 1,6 მლრდ ევროთი გაიზარდა.ახლა ევროპული კლუბების მოგება შვიდჯერ მეტია,ვიდრე 20 წლის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები