LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა გულშემატკივრებს კარგად მოქცევისკენ მოუწოდებს

77

მარსელში მომხდარი არეულობის შემდეგ უეფამ ოფიციალურად მიმართა გულშემატკივრებს, რომ წესრიგი დაიცვან ევრო 2016-ის მიმდინარეობის დროს.

მიმართვის მთავარი მიზეზი გახდა შეტაკება ინგლისელ ფანებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ქალაქის ირლანდიურ პაბში. პოლიციამ კანონდამრღვევთა დასაშოშმინებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აურზაურში 100-მა ბრიტანელმა გულშემატკივარმა და 50-მა ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა, ორი ონგლისელი კი დააკავეს.

– უეფა წუხს მარსელის ინციდენტის გამო,- განცხადებას Daily Telegraph ავრცელებს, – ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც წესრიგის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, უზრუნველყოფს ჩამოსული გულშემატკივრების უსაფრთხოებას. ვთხოვთ ფანებს პატივისცემით მოიქცნენ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს.

ინგლისის ნაკრების პირველი შეხვედრა ხვალ, 11 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები