LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას ახალი საკლუბო ტურნირი – რა ვიცით მის შესახებ?

38

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია განიხილავს შესაძლებლობას,ჩაატაროს კიდევ ერთი ევროტურნირი,რომელიც რანგით ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე დაბლა იდგება.

რანგით მესამე ევროტურნირი უფრო მეტ გუნდს მისცემს საშუალებას საერთაშორისო ასპარეზზე თავი გამოიჩინონ,გარდა ამისა გაზრდის ევროპა ლიგის მნიშვნელობას, უეფასთვის კი ეს იქნება ახალი შესაძლებლობა,იშოვოს უფრო მეტი ფული ტრანსლაციების გაყიდვით.

როგორც The Guardian-ს ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტმა,ანდრია ანიელიმ განუცხადა,ახალი ტურნირის ჩატარების შემთხვევაში ევროპა ლიგის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება და სამივე ევროთასზე მონაწილეობას 32-32 გუნდი მიიღებს,რაც ევროტურნირების მონაწილეთა საერთო რაოდენობას 80-დან 96-მდე გაზრდის.

ანიელის თქმით,უეფასგან წინასწარი თანხმობა უკვე მიღებულია და აღმასრულებელი კომიტეტისაგან დასტურის მიღება უბრალო ფორმალობაა.იმ შემთხვევაში,თუ ყველაფერი ”იუვენტუსის” პრეზიდენტის გეგმის მიხედვით განვითარდება,უეფა ახალ ტურნირს 2021 წლიდან ჩაატარებს.

შეგახსენებთ,რომ მესამე ევროტურნირის ჩატარება უეფამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეწყვიტა.
1999 წლამდე ჩემპიონთა და ევროპის ლიგების გარდა ტარდებოდა ”თასების მფლობელთა თასის”გათამაშება.
აღნიშნულ ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნების თასების მფლობელები ასპარეზობდნენ.მისი ბოლო გამარჯვებული ”ლაციო” გახდა.

ახალი ტურნირის ჩატარების იდეას მხოლოდ მომხრეები არ ჰყავს. ”ევროპული საფეხბურთო ლიგების ასოციაცია” ,რომელიც ევროპის ტოპ-24 ლიგას აერთიანებს,ახალი ტურნირის შემოღების წინააღმდეგია.როგორც BBC-ს ასოციაციის წარმომადგენელმა განუცხადა,UEFA-ს და ECA-ს მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ გაუვლიათ.

BBC-ის ინფორმაციით უეფა ახალი ტურნირის ჩატარების შესაძლებლობასა და მის ფორმატზე სავარაუდოდ დეკემბერში,დუბლინში გასამართ შეხვედრაზე იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები