LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას წლის სიმბოლური რეალისტურია: აქაც რონალდო და ბიჭები

37

კრიშტიანო რონალდო და „რეალის“ კიდევ 4 ფეხბურთელი უეფას წლის გუნდში მოხვდა.
„ბარსელონა“ მხოლოდ ერთი კაცითაა წარმოდგენილი.

უეფამ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა 2017 წლის სიმბოლური ნაკრები, რომელიც გულშემატკივრების ხმების მიხედვით შედგა.

ყველაზე მეტი წარმომადგენელი „რეალს“ ყავს – 5 მოთამაშე.

სრული სიმბოლური ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)

მცველები: სერხიო რამოსი, მარსელო (ორივე – რეალი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დანი ალვეში (პსჟ);

ნახევარმცველები: ედენ აზარი (ჩელსი), ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი (ორივე – რეალი), კევინ დე ბრიუნი (მანჩესტერ სიტი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ხმის მიცემაში 800 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ყველაზე მეტი ხმა სერხიო რამოსმა მიიღო. მას ხმა 588 ათასმა ქომაგმა მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები