LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლებადამცველები ანგელა მერკელს მოუწოდებენ პუტინს პასუხი მოსთხოვოს

68

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “human rights watch”- ი მოუწოდებს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მომავალი შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების წამოსაჭრელად. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ორგანიზაცია ასევე სთხოვს მერკელს შეხვედრაზე დააყენოს დაპატიმრებული აქტივისტის, ოიუბ ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნა.

ჩეჩნეთში გასულ წელს უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსი დააკავეს. ოიუბ ტიტიევს მარიხუანას შენახვისთვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

აღსანიშნავია, რომ რამზან კადიროვმა ოიუბ ტიტიევს საჯაროდ “ნარკომანი” უწოდა.

გერმანიის კანცლერი რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭში 18 მაისს ჩავა. შეხვედრის მთავარი თემა ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა და სირიასა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები