LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროს ჯორჯ ბუშს სექსუალურ შევიწროებაში უკვე მეექვსედ ადანაშაულებენ

78

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.  ამის შესახებ Times-ი წერს. ტეხასში  მცხოვრები როსლინ კორიგანი ამბობს, რომ 16 წლის იყო, როცა მიეცა შანსი პრეზიდენტს შეხვედროდა.  2003 წელს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ოფისში როსლინი ღონისძიებაზე მამამ მიიყვანა. კორიგანის განმატებით,  ფოტოს გადაღების დროს უფროსი ჯორჯ ბუში მას ნებართვის გარეშე სხეულზე ხელს ჰკიდებდა. ყოფილი პრეზიდენტი მაშინ 79 წლის იყო.

 

“საშინელი რეაქცია მქონდა, ძალიან დაბნეული ვიყავი, რა უნდა ეთქვა, მაშინ  16 წლის თინეიჯერს პრეზიდენტისთვის” – ამბობს როსლინი

კორიგანი მეექსვე ქალი გახდა,რომელმაც უფროსი ჯორჯ ბუში სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები