LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროს შვილს უმცროსებზე მაღალი ინტელექტი აქვს

52

წყვილის პირველი შვილი უფრო ჭკვიანია, ვიდრე მათი და-ძმები, რადგან პირველ წლებში მეტ მორალურ წახალისებას იღებენ, ვიდრე მათი უმცროსი დედმამიშვილები.

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ წყვილების უფროსი შვილები IQ ტესტში უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე უმცროსები.

მკვლევარებმა 5 ათასი ბავშვის მონაცემი შეისწავლეს. ანალიზის შედეგად კი დაადგინეს, რომ პირველად დაბადებული ბავშვები დავალებების შესრულებისას, რომელიც ითვალისწინებს მოვლენების გაანალიზებას და მეტ დაფიქრებას, უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ბავშვები სიყვარულსა და ემოციურ მხარდაჭერას მშობლებისგან თანაბრად იღებდნენ, თუმცა მშობლები ნაკლებ დროს ხარჯავდნენ უმცროს შვილებთან გონების სავარჯიშო დავალებების შესასრულებლად, როგორიც არის კითხვა, ხელსაქმე, მუსიკა…

ამას გარდა, მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლები ნაკლებად ზრუნავდნენ მავნე ჩვევების მოსაშლელად, როგორიც არის, მაგალითად, სიგარეტის მოწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები