LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგანდაში ავტობუსის, ტრაქტორის და ლუდის რეზერვუარის შეჯახებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

45

ავტობუსის, ტრაქტორის და ლუდის რეზერვუარის შეჯახებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა უგანდაში, გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაღუპულებს შორის 16 მოზარდი და 3 ბავშვია. არიან დაშავებულებიც.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ უგანდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი დიდია. ქვეყანაში ყოველწლიურად 20 000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, შედეგად კი, დაახლოებით, 2 000 ადამიანი იღუპება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები