LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიღბლო ფეხბურთელები-ვარსკვლავების ყველაზე ცუდი ვიკი-ფოტოები

143

ვიკიპედია-თავისუფალი ენციკლოპედიაა და ბუნებრივია, ამა თუ იმ სახის ინფორმაციისათვის მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.როგორც წესი,ენციკლოპედიაში სტატიებს შესაბამისი სურათები ერთვის თან, მაგრამ რასაკვირველია გამონაკლისებიც არსებობს.

პატრიკ კლიუვერტი ვიკიპედიის პროფილის სურათზე სადღაც,რომელიღაც ბარში ზის. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ,რომ ეს მისი ერთადერთი ფოტოა.სხვაგვარად ვერ ავხსნით,თუ რატომ აარჩიეს ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდის ვიკი-პროფილზე ეს ფოტო მთავარ სურათად.

ბიქსენტ ლიზარაზუ სერფერივით გამოიყურება.

ერნან კრესპოც ნაკლებად ჰგავს ფეხბურთის ვარსკვლავს ამ ფოტოზე.

ფილიპო ინძაგი– ძნელი ასახსნელია თუ რატომ არის ვიკიპედიის რჩეული მისი ეს ფოტო.

რობერტო აიალასაც, პატრიკ კლიუვერტის მსგავსად,როგორც ჩანს უკეთესი ფოტო არ მოეპოვება.უკეთესი და რაც მთავარია ისეთი,სადაც არგენტინელი მარტოა გადაღებული.

დენის ირვინი და ნაგვის ყუთები-შთამბეჭდავია.თუმცა აღსანიშნავია,რომ საბედნიეროდ ეს მის პროფილზე მთავარი ფოტო არ არის.

პოლ ინსი და მაღალი კაცის ხელი- ამ ფოტოსთვის შესანიშნავი სახელწოდებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები