LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამისა და ქეითის პირველი საშობაო ფოტო შვილებთან ერთად

31

კენსინგტონის სასახლემ საშობაო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ერთად პირველად პოზირებენ. ფოტოს ავტორი კრის ჯელფია, რომელსაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი არაერთხელ გადაუღია.

„ახალი საოჯახო ფოტო – კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა ყველას ბედნიერ შობას გისურვებენ!,“ – წერს ფოტოს კომენტარად კენსინგტონის სასახლის პრესსამსახური.

„წელს ჩვენ შობას ორი შვილით ვზეიმობთ, ჯორჯი კი უკვე იაზრებს დღესასწაულს. მოუთმენლად ველით შობას, გვაინტერესებს, როგორ გახსნის ჯორჯი საკუთარ საჩუქრებს,“ – აღნიშნა უილიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შობას უილიამი და ქეითი შვილებთან ერთად ნორფოლკში, ენმერ ჰოლში შეხვდება, შობის დილას კი სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით სადღესასწაულო მესას წმინდა მაგდალენას ტაძარში დაესწრება.

kensingtonchristmas17122015-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები