LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამსა და ქეითს ვიზიტზე 12 კაციანი დამხმარე პერსონალი ახლავს

77

რამდენიმე დღის წინ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად კანადას ეწვივნენ. მედიაში ვიზიტის მეორე დღის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება. მიდლტონი და უილიამი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიდლტონი ბრწყინავდა ალექსანდრე მაქქუინის ულამაზეს თეთრ კაბაში, რომელიც ვარდისფერი ორნამენტებთ იყო დაპრინტული, ხელში კი მიუ–მიუს წითელი ჩანთა ეჭირა, რომელიც ამავე ფერის ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

აქვე ცნობილი ხდება, რომ სამეფო წყვილს თან 12 კაციანი პერსონალი ახლავს. მათ შორისაა ქეითის პირადი დამხმარე ნატაშა არჩერი, სტილისტი ამანდა კუკი, ძიძა მარია ტერეზა ტურიონ ბორალო. ასევე დელეგაციაში შედის 4 პირადი მდივანი და პრესსამსახურის 3 წარმომდგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები