LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უინძორების სასახლეში ტურისტების რაოდენობა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილის შემდეგ 92%-ით გაიზარდა

447

The Sun-ის ინფორმაციით, ონლაინ სერვის Isango-ს გამოკითხვაში მონაწილეობა ათასამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ტურისტმა მიიღო, შედეგებმა კი აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავარი ღირშესანიშნაობა სწორედ უინძორების სასახლეა. ტურისტების ყურადრებას იმსახურებს ასევე ლონდონის კოშკი, სადაც სამეფო ოჯახის ძვირფასეულობის დათვალიერებაა შესაძლებელი.

უინძორების სასახლე მეთერთმეტე საუკუნეში აშენდა და დღემდე სამეფო ოჯახის მთავარ სასახლედ მიიჩნევა, 1992წელს სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა პირვანდელი სახე სრულად აქვს შენარჩუნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები