LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უიტნი ჰიუსტონისა და კრისტინა აგილერას დუეტი აღარ შედგება

72

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სატელევიზო შოუს The Voice-ის ფინალზე მაყურებელს უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის ნახვისა და კრისტინა აგილერასთან დუეტის მოსმენის საშუალება ექნებოდა. დღეს კი NBC-მ ოფიციალურად დაანონსა, რომ ეს დუეტი არა შედგება. ამის მიზეზი ინტერნეტში პირატულად გავრცელებული რეპეტიციის კადრებია, რომლებმაც შოუს ორგანიზატორების აღშფოთება გამოიწვია.

კადრებიდან, რომლებიც ინტერნეტეში მოხვდა, საღამოს კაბაში გამოწყობილი აგილერა ჰიუსტონის ჰიტს ასრულებს და ჰოლოგრამით შექმნილი მომღერლის გამოსახულებაც საკმაოდ რეალისტური და ამაღელვებელია.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი ჰოლოგრამული გამოსახულება Billboard Music Awards 2014-ზე შექმნეს, როცა სცენაზე ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი გააცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები