LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანონო პროცესი ამჯერად არ არის დაფიქსირებული ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე

30

უკანონო პროცესი ამჯერად არ არის დაფიქსირებული ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა ქემოკლიძემ განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე ქარელში, ოთხი სოფლის – ავლევის, თამარაშენის, ცერონისისა და კნოვლევის მიმართულებით ფიქსირდება ე.წ. ცეცხლგამყოფი ზონები, რომელიც წარმოადგენს ბორდერიზაციის უკანონო პროცესის ერთ-ერთ ფაზას.

მისი თქმით, აღნიშნული უკანონო ქმედება განხორციელდა დაახლოებით 2 კვირის წინ. “მსგავსი ტიპის ქმედებები, ჩვენი შეფასებით, უხეშად არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას”, – განაცხადა მან.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები