LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით, მისია შესრულებულია – დონალდ ტრამპი

75

აშშ-ის პრეზიდენტი სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმებს „სრულყოფილად შესრულებული” უწოდა. დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მადლობა გადაუხადა.

„გუშინ ღამით დარტყმა სრულყოფილად შესრულდა. მადლობა საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს მათი სიბრძნისთვის და მათი შესანიშნავი სამხედროების ძალისთვის. უკეთეს შედეგს ვერ მივიღებდით. მისია შესრულებულია!”

დონალდ ტრამპმა ამერიკელი სამხედროებიც შეაქო და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც თავდაცვაზე კიდევ მილიარდობით დოლარი დაიხარჯება, ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება.

 

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო დარტყმები სირიაში მდებარე ქიმიური იარაღის საწარმოებზე, საცავებზე და რამდენიმე სამხედრო აეროდრომზე მიიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები