LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთესიც გვახსოვს: საქართველომ რუსეთს ერთხელაც აჯობა (ვიდეო)

54

საქართველოს ნაკრებმა რუსეთი კიდევ ერთხელ დაამარცხა – 28:14. თუმცა ეს არ იყო ის თამაში და ისეთი გამარჯვება, როგორსაც ველოდით. საქართველომ ვერც ბონუს ქულა აიღო და რუსებს ორი ლელო დაადებინა, რაც თითქმის არ ხდება.

ეს იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა.

თამაში ისე დაიწყო, უკეთეს ვერც ინატრებდი და სწორედ ის ოპტიმიზმი და პროგნოზი გაღვივდა, რომელიც მატჩამდე იგრძნობოდა. ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გიორგი კოშაძემ გახსნა, რომელმაც ლელო დადო, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა და 7:0.

მეთექვსმეტე წუთზე შერკინების ჩაშლისთვის მსაჯმა რუსეთის პირველხაზელი გაასინბინა. 29-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილის ეფექტური გარღვევა ვასკა ლობჟანიძემ ლელოთი დააგვირგვინა, თავად კვირიკაშვილმა კი მეორე გარდასახვა ზუსტად შეასრულა- 14:0.

პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმში ვასკა ლობჟანიძემ 47-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, რუსებს ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულდა და საქართველოს ნაკრები 21:0 დაწინაურდა. ეს უკვე ბონუს ქულას უდრიდა.

50-ე წუთზე დაპირისპირება მოხდა, ბორჯღალოსანთა კაპიტანი მამუკა გორგოძე რუს მორაგბეს დაუპირისპირდა, კინაღამ დაახრჩო კიდეც, თუმცა ინციდენტი მალევე განიმუხტა. მსაჯს მორაგბეები არ გაუძევებია.

54-ეწუთზე ხანგრძლივი შეტევის შემდეგ რუსებმა ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 21:7 შეამცირეს.

57-ე წუთზე კი მერაბ კვიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ გარდასახა. 66-ე წუთზე დავით კაჭარავამ რუსეთი დაალელოვა, მერაბ კვირიკაშვილმა კი ზუსტად გარდასახა და ანგარიში 28:7 გახადა. ისევ ბონუს ქულა.

75-ე წუთზე რუსებმა მეორე ლელოს დადება შეძლეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და საბლოო ანარიში 28:14 დააფიქსირეს.

მართალია საქართველოს ნაკრებმა ისე მოიგო, რომ სალაპარაკო არ გაუხდია, მაგრამ კითხვები მაინც გაჩნდა, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი ალბათ კარგად გაანალიზებს. საქართველო რუსეთს აქამდე უკეთ უგებდა.

ეს არ ყოფილა ბორჯღალოსნების საუკეთესო თამაში. სამაგიეროდ ძალიან მაგარი იყო გადაჭედილი სტადიონი და გულშემატკივრების შემართება, რაც მთელი ევროპის მასშტაბითაც ხშირი ვერ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ დანაბებით უნდა ვახსენოთ – 6 ერი და დიდი რაგბი, რომლის გარეშე პროგრესი თითქმის წარმოუდგენელი იქნება.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=185&v=UhuYjy7AVaE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები